გურჯაანში საზამთროთი დატვირთული ავტომანქანა გადაბრუნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ბაკურციეხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას დაშავებული არ ჰყავს.შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google