კახეთში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდანყველაზე მეტი 225 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში – 21, იმერეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 2, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 23, კახეთში –11, მცხეთა–მთიანეთში – 3, სამცხე–ჯავახეთში –11, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობაა 8 107, საიდანაც: 2 602 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 600 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164. 598 პირი მოთავსებულია კლინიკურ–სასტუმროებში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი.

40 პირია მოთავსებული საკარანტინე სივრცეებში. სულ 6 ოქტომბრიდან 27 ივნისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 24 889 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google