პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მიიღო
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები შეეხება ცესკოს შემადგენლობისა და მისი თავმჯდომარის არჩევას, კომისიების დაკომპლექტების წესს, ასევე, აგიტაციასა და ხმების დათვლას.

ცვლილების მიხედვით, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამარ ჟვანია და პროფესიული ნიშნით არჩეული 5 ძველი წევრი ისევ თანამდებობაზე რჩება, რასაც მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნიან. სანაცვლოდ, როგორც მიშელის დოკუმენტშია მითითებული, ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათგან 9 პარტიული, 8 კი პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული.

ასევე, გათვალისწინებულია, რომ თავმჯდომარის მოადგილეს უმრავლესობაში არმყოფი პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან შეარჩევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google