კორონავირუსის კიდევ 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google