პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში დღეს მოსამართლეობის კანდიდატთა კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამ მიზნით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო დეპუტატების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.


მიმდინარე დღეებში თითოეული პოლიტიკური ჯგუფი მოსამართლეობის თითო კანდიდატს წარმოადგენენ. კანდიდატთა ფორმალური შესაბამისობის დადგენის პროცედურა კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ როდის დაიწყება მოსამართლეთა მოსმენის პროცედურა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /