კორონავირუსის შემთხვევებმა 1000 ისევ გადააჭარბა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევების მაღალ მაჩვენებლზე საუბრობს და პრევენციული ზომების გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს.

„ ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების დაბალი რაოდენობით. თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს.ტესტირების პროგრამები გრძელდება და ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 30 ათასის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება ვაქცინას ყველაზე მაღალი დანაკარგი გამოვიდა ასტრაზენეკას შემთხვევაში, რაც არის 3%, რაც ზოგადად, პროგნოზულ მაჩვენებელთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. რაც შეეხება სინოფარმის და სინოვაკის დანაკარგს, არის პრაქტიკულად 0, ერთეული შემთხვევა იყო, როცა გატყდა, ტექნიკურად დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა ეს დოზა და 0.3%-ია ფაიზერის შემთხვევაში, ესეც უკავშირდება მექანიკურ დაზიანებას.“ - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google