დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია- ამირან გამყრელიძე
იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ - პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google