რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის იმ ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაც გამოსაცდელმა პირმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს.

მათი ინფორმაციით, გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.
„გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: „პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google