კორონავირუსის კიდევ 1010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1010 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 366 078 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 747, გარდაიცვალა 5 316 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google