თელავში ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი სასამართლომ უდნაშაულოდ ცნო
თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, თელავის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლომ ასევე ბათილად მიიჩნია სკოლის დირექტორის ბრძანება, პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სკოლას მასწავლებლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.


შეგახსენებთ, შემთხვევა თელავის პირველ საჯარო სკოლაში გასულ წელს მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესზე, მასწავლებელმა მოსწავლეს კლასის დატოვება მოსთხოვა და დაუმორჩილებლობის შემდეგ, ხელი ჰკრა. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, პედაგოგი სკოლიდანაც დაითხოვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google