მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ - ეკატერინე ტიკარაძე
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ, ამ პროცესში ისინი აქტიურად ჩაერთონ, მოლოდინი გვაქვს რომ ასე იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ვაქცინაციის რამდენი პუნქტია ქვეყანაში, როგორია მათი გამტარუნარიანობა და რა არის შემდეგი გეგმა. ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობაა 60 პაციენტი, 8-საათიანი გრაფიკით. თუმცა გასულ კვირას, კლინიკებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების რაოდენობის ზრდისა და საათების დამატების შედეგად. ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი მუშაობს და შესაფერისი დრო სჭირდება ვაქცინის მისაღებად“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google