კახეთში კიდევ 49 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 677 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: ] აჭარაში - 58, იმერეთში - 83, ქვემო ქართლში - 65, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 31, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 აქედან: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google