ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შარაბიძე დაინიშნა
ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჟვანია მუშაობას კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, თუმცა რომელ ორგანიზაციაში, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შარაბიძე / ცესკო /