სიცხის გამო კანადაში 130 ადამიანი დაიღუპა
კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე ათობით ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვანკუვერში პოლიციამ პარასკევის შემდეგ უეცარი გარდაცვალების 130 შემთხვევა დააფიქსირა.
უმეტესობა მოხუცი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი იყო. სპეციალისტის თქმით, ძლიერმა სიცხემ მათ გარდაცვალებას შეუწყო ხელი. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში ზედიზედ მესამე დღეა ფიქსირდება. სამშაბათს ბრიტანული კოლუმბიის სოფელ ლიტონში ჰაერი 49.5 გრადუსამდე გათბა.

კვირას ლიტონში ჰაერი 46.6 გრადუსამდე გათბა, ორშაბათს კი ტემპერატურა 47.9 გრადუსამდე გაიზარდა. აქამდე კანადაში ჰაერის ტემპერატურას 45-გრადუსიანი ნიშნული არ გადაუკვეთავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კანადა / სიცხე /