სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გადაიდო
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსზე კახეთის რეგიონიდან შესაბამის ვებ-გვერდზე, დირექტორობის 85 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა კონკურსი გადაიდო, ვებ გვერდი კი გაუქმებულია.


გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის დალი მინდიაშვილის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან დირექტორების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დარეგისტრირდა.
” არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და არც ჩემი კომპეტენციაა ამ საკითხზე კითხვების დასმა. ჩვენი მუნიციპალიტეტის 25 სკოლის დირექტორიდან, კონკურსში მონაწილეობის სურვილი ყველას ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით, ახალი არაფერი ისმის. ამ ეტაპზე, ყველა მოვალეობის შემსრულებელია”- განაცხადა მინდიაშვილმა.

დირექტირის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაცია 3- დან 17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა
სკოლის დირექტორების კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 244-მა პირმა დააფიქსირა, თუმცა ინფორმაცია ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, აღარ გამოქვეყნდა.

საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას, თანამდებობაზე ყოფნის 6 წლიანი ვადა ამოეწურა და კანონის თანახმად, ხელახალი სერთიფიცირებაა საჭირო.

| Print |
FaceBook Twitter Google