ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია
ამ წუთებში ხანძარია დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. როგორც speqtri.ge-ს ვიზიტორთა სპეციალისტმა, ნინო სეთურიძემ განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

„რამდენიმე წუთითით მოიღრუბლა და სავარაუდოდ, მეხი ჩამოვარდა. ჩვენთან საკმაოდ ცხელა, ნახევრად უდაბნო ტერიტორიაა და იშვიათად, მაგრამ არის ხოლმე ასეთი შემთხვევები. ეხლა ვესაუბრე რეინჯერს და ჯერ ადგილამდეც არ მისულან. ჯერ არ ვიცით რა ფართობზეა ცეცხლი მოკიდებული და რა ვითარებაა.“ - გვითხრა ნინო სეთურიძემ.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
| Print |
FaceBook Twitter Google