ცესკოს თავმჯდომარის ადგილზე კონკურსი ორ დღეში უნდა გამოცხადდეს
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის ვანაკტურ ადგილზე კონკურსი ორი დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

შემდგომ ორ დღეში საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 3 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ.

კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თამარ ჟვანია 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

| Print |
FaceBook Twitter Google