ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია დილის 8 საათზე გაიარეს და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შევიდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი, სადაც დაცულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები – აბიტურიენტები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე, სამუშაო მაგიდები აღჭურვილია გამჭვირვალე, დამცავი ფარებით, მაგიდებს შორის მანძილი კი, 2 მეტრია.

საგამოცდო ცენტრებში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი. წელს საქართველოში 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google