სათამაშოების ბაზრის ახალი რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან საქართველოში სათამაშოების იმპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.

ეს რეგულაცია ნიშნავს იმას, რომ იმ მაღაზიებს, რომლებიც ბაზარზე ამერიკიდან ან ინგლისიდან მეორადი სათამაშოების იმპორტით არიან დაკავებული და დიდი ქსელური მაღაზიებისგან განსხვავებით, ხელმწისაწვდომ ფასად ახდენენ უმსხვილესი ბრენდების სათამაშოების გაყიდვას, ოპერირების გაგრძელება და ჩვეულ ფასად პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდებათ. ასეთი მაღაზიების უმეტესობას ორიგინალი სათამაშოები საქართველოში შემოაქვს ისეთი ბრენდებისგან, როგორებიცაა Fisher Price, Little Tikes, Lego, Barbie. თუმცა, მათ ხარისხს დოკუმენტურად მომწოდებლისგან ვერ ადასტურებენ, ხოლო ახალი სათამაშოების შემოტანას კი აზრი არ აქვს, რადგან ასეთი მაღალი ფასის პროდუქტზე მოთხოვნა ფიზიკურად არ არის.

სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საქართველოში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, ეს ვადა, ბიზნესის მოთხოვნით, 1-ელ ივლისამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან რეგლამენტის მოთხოვნები სათამაშო წიგნებზეც გავრცელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google