როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა, რომელსაც გამოცდამდე კორონავირუსი დაუდასტურდა - ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა.

„თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აბიტურიენტთან, თუ როდის უნდა გამოცხადდეს უკვე გამოჯანმრთელებული საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა გორგოძემ.

ამ ეტაპზე კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ისინი გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩააბარებენ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google