ამ დროისთვის COVID-19 ოცამდე აბიტურიენტს დაუდასტურდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული, აუცილებლად ჩააბარებენ გამოცდას.

პირებს, რომლებსაც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა, ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც.

| Print |
FaceBook Twitter Google