გურჯაანში საზაფხულო ბაღი გაიხსნა
გურჯაანში დღეიდან მეოთხე ბაგა-ბაღში საზაფხულო ჯგუფები გაიხსნა. 
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბაღში მომუშავე მშობლების შვილები ივლიან.
„საზაფხულო ბაღში ის 115 აღსაზრდელი ირიცხება, რომელთა ორივე მშობელი დასაქმებულია
ამჟამად ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. აღსაზრდელები ბაღში ყოფნას დილის 9- დან საღამოს 6 საათამდე შეძლებენ“

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე იფუნქციონირებს.

| Print |
FaceBook Twitter Google