ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების 6% არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება

| Print |
FaceBook Twitter Google