კახეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 663 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 38, იმერეთში - 95, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 18, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 39, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც: 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 601 პირი,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პაციენტი. 605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 757 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google