საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 265 290 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 174-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 265 290 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 367 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 352 624, გარდაიცვალა 5 327 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google