თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი- სალომე ზურაბიშვილი
ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება.
„ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია. მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისს გაიმართება

| Print |
FaceBook Twitter Google