საქართველო Pfizer-ის ვაქცინებს III კვარტლიდან მიიღებს
Pfizer/BioNTech-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება შედგა და ვაქცინების მოწოდება მე-3 კვარტალში დაიწყება.

Pfizer/BioNTech-სა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეულია შეთანხმება Covid-19-ის mRNA ვაქცინის (BT162b2) მისაღებად. დოზების მოწოდება მოხდება 2021 წლის განმავლობაში ხელშეკრულების პირობების მიხედვით და პირველი პარტიის მოწოდება დაიწყება 2021 წლის მე-3 კვარტალში, - ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ ბიზნეს ფორმულასთვის გაგზავნილ წერილში.

მაისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლის სავარაუდო პერიოდად ივნის-ივლისი დაასახელა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება. Pfizer-მა ბიზნეს ფორმულას მაისში დაუდასტურა, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google