საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საგამოცდო ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ნათქვამია აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღმკვეთი ღონისძიებებისა და მისგან გამოწვეული დაავადების თავიდან აცილების მიზნით, დაცვის პოლიციისთანამშრომლები საქმიანობას რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებენ. მიმდინარეობს ნაკადების რეგულირება და სოციალური დისტანციის მართვა.დაცვის პოლიციის საქმიანობა მოიცავს, საგამოცდო ცენტრის მთლიან პერიმეტრის დაცვას, რათა ტერიტორიაზე უცხო პირი არ შევიდეს. ასევე, შენობაში აბიტურიენტების მეტალოდეტექტორით შემოწმებას. დაცვის პოლიცია საგამოცდო ცენტრების უსაფრთხოებას გამოცდებისთვის მომზადების პერიოდიდან მის დასრულებამდე იცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google