გოგი წულაია გაათავისუფლეს
სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. დაკავების მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google