ნათესავის მკვლელობისათვის 39 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს
საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჰაიალა ხუბანოვას თელავის რაიონულმა სასამართლომ 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში, 2020 წლის ოქტომბერში მოხდა.სამი შვილის დედამ, ჰაიალა ხუბანოვამ, სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი მოკლა. მკვლელობა სოფელ დუზაგრამასთან ახლოს მდებარე ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილი და მკვლელობაში ბრალდებული ერთად მუშაობდნენ.

თავად ხუბანოვა გამოძიებასთან აცხადებდა, რომ მამაკაცმა მასზე რამდენჯერმე იძალადა და მკვლელობის დღესაც, სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google