დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ - სოფიო გორგოძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, 30-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.

„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და მშვიდ ვითარებაში წარიმართა, რაც შეეხება ინფიცირებულების სტატისტიკას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე, შევახსენებ, რომ მათთვის დაინიშნება დამატებითი საგამოცდო სესია. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა 6 დაგვიანების შემთხვევა. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი კი, საბედნიეროდ არ გვქონია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ პირებს, რომლებსაც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა, ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც.

| Print |
FaceBook Twitter Google