ფეხბურთის მატჩის დროს თელავში გულშემატკივარი გარდაიცვალა
თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს, 70 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. მამაკაცი სტადიონზე, თელავი- წყალტუბოს გუნდებს შორის მიმდინარე მატჩის დროს, შეუძლოდ გახდა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, მისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მატჩზე მყოფმა გულშემატკივრებმა სცადეს.
ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალების რეალურ მიზეზს, ექსპერტიზა დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მატჩი / ფეხბურთი /