კორონავირუსის კიდევ 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 838 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1515 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 886 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 127, გარდაიცვალა 5 373 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google