„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები დაუშინეს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ინგოროყვას ქუჩაზე მივიდნენ და „სირცხვილიას“ ოფისს, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორები იტვნენ შეკრებილები, ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ ორგანიზატორებმა შენობა უკვე დატოვეს.„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მარში / პრაიდი /