ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია - თამარ გაბუნია
კიბერშეტევის გამო, ვაქცინაციის პორტალზე - Booking.moh.gov.ge შექმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია. დილის მონაცემებით, 20 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული „სინოფარმზე“. რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება კარგი“, - აღნიშნა მან.

ამ დროის მონაცემებით, 270 ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი ერთი დოზით, ხოლო ორჯერადად - მათი მესამედი.

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაცია ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით წარიმართება. სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა. კლინიკებთან ერთად ვაქცინაცია სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა პროცესში, მოთხოვნის მიხედვით რესურსი გაიზრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google