საქართველოში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია წვიმა. 6 და 7 ივლისს, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +15°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +33° სითბო იქნება. 5 ივლისს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 6 და 7 ივლისი აქაც მცირე წვიმას ელიან. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +13°იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +31°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 5 ივლისს სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და სეტყვას ელოდებიან. 6, და 7 ივლისს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით მინიმალური ტემპერატურა +16° ხოლო დღისით +37° გრადუსამდე დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google