აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე დღეს ოპერატორები და ჟურნალისტები გახდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის - ქრონიკის თანამშრომლებს.
„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტ დიმიტრი ყირიმლიშვილსა და ოპერატორს შოთა კერვალიშვილს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, მძიმე საგნებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის გარდა, აგრესიული ადამიანები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც. მათ დააზიანეს ტელევიზიების კუთვნილი ტექნიკაც.

| Print |
FaceBook Twitter Google