საგარეჯოში ძუძუს უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდება
5-6 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საგარეჯოს, ,,ჯეო ჰოსპიტალსში"– ეროვნული სკრინინგ–ცენტრი, ჩაატარებს ძუძუს უფასო სკრინინგულ გამოკვლევას.

ძუძუს გამოკვლევები– უფასოა 40–დან 70 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის მიერ გასინჯვას. საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. 25–დან 60 წლის ჩათვლით ქალებს, ასევე, საშუალება ექნებათ პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი" ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალს"–ის საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა ჩაიტარონ. მისამართი: საგარეჯო, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"–ი საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 13
კვლევისთვის დაგჭირდებათ პირადოობის დამადასტურებელი მოწმობა.

| Print |
FaceBook Twitter Google