ვაშლოვანის ნაკრძალში ისევ ხანძარია
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ისევ გაჩნდა. ცეცხლი ტექნიკისთვის რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ხანძრის კერამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით მიდიან. ხანძრის კერების ლიკვიდირებულად გამოცხადების მიუხედავად, კერა დილიდან ისევ გაჩნდა და ცეცხლი რამდენიმე ჰექტარ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულ ჯგუფებს მაღალი ტემპერატურის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, მუშაობა უჭირთ.

| Print |
FaceBook Twitter Google