ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა ეწურებათ
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ხოლო, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google