უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეიდან დაიწყება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტში დღეიდან დაიწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხრა კანდიდატს მოუსმენენ

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

| Print |
FaceBook Twitter Google