კახეთში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
“სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს , არა ძალადობას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, კახეთში მოქმედი ჟურნალისტები და სამოქალქო აქტივისტები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ.

მედია საშუალებების წარმომადგენლებმა თბილისში კოლეგებზე გუშინ, 5 ივლისს მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, რეაგირება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

speqtri.ge უერდება ჟურნალისტების აქციას და გმობს კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

შეგახსენებთ, ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა, გუშინ, 5 ივლისს თბილისში, პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google