კახეთში კიდევ 72 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი-922 შემთხვევა, კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 54, იმერეთში - 125, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 57, კახეთში - 72, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 371 293 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსი 355 718-მა ადამიანმა დაამარცხა, ხოლო გარდაიცვალა 5 383.

| Print |
FaceBook Twitter Google