მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას აანონსებენ
დღეს პარლამენტის შენობასთან 20:00 საათზე, 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გასაპროტესტებლად, მედიის აქცია დაანონსდა. ინფორმაციას “ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფების” გვერდი ავრცელებს.

“დაანონსდა მასმედიის აქცია. პარლამენტთან 8 საათზე.თუ თანახმა ხართ და მოხვალთ დაპლიუსდით. თუ არ ხართ თანახმა დაწერეთ მიზეზი…
P.S გააზიარეთ ეს პოსტი რომ ბევრმა ნახოს. (სხვა გულშემატკივრებიც რომ მოვიდნენ მგონი არაა პრობლემა) მადლობა რომ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,” – აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

| Print |
FaceBook Twitter Google