საქართველოში „დელტა“ შტამის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული
ქვეყანაში ჯამურად 52 „დელტა“ შტამია დადასტურებული, 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმისი რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს, არსებობს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google