რეგისტრაციის პორტალზე ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი - თამარ გაბუნია
გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქციინაციის კამპანია. გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი და ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის პროგრამაში 160 დაწესებულებაა ჩართულია და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის დახმარებით.

„ასევე შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე დარეგისტრირება, თუ ის სხვა გზებით ვერ ახერხებს რეგისტრაციას. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზის 2 ნომერი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დილის მდგომარეობით დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google