უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე- ამირან გამყრელიძე
ყველგან - დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შტამების ფონზე, არსებობს სერიოზული ეპიდემიოლოგიური რისკები.
„გასულ კვირაში, დამატებით, „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში, ინდური შტამის ცირკულაცია ანაცვლებს ბრიტანულისას. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან - დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ. მაგალითად მე, მას გარეთაც ვატარებ. ესაა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google