ვაქცინაზე რეგისტრაცია კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
აცრაზე რეგისტრაცია ამცრელ კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, ესეც შესაძლებელია”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც ვარ ახერხებენ კლინიკებში მისვლას, შეუძლიათ ამცრელი ბრიგადის გამოძახება. ამისთვის მათ უნდა დარეკონ 1522-ზე და მათთან რესპუბლიკური კლინიკის ამცრელი ჯგუფი მივა.

| Print |
FaceBook Twitter Google