ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ვაშლოვანის ნაკრძალში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქრობის სამუშაოებში 120 მეხანძრე- მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 80-მდე რეინჯერია ჩართული.

მაშველებმა, სახანძრო სახელოები, ცეცხლის კერამდე, დაახლოებით 4 კილომეტრზე, ხელით აჭიმეს და ხანძრის კერებს წყლით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

| Print |
FaceBook Twitter Google