ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს შედგება
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს 2 საათიდან დაიწყება.
კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა. 11 განაცხადიდან რვა გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, ხოლო წევრობის მსურველთა 17 განაცხადიდან -16.

საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა 6 ივლისს ამოეწურათ.

| Print |
FaceBook Twitter Google